სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლე ნიკა შანიძისთვის ნახატების კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა
15-05-2017

თბილისში,  ორგანიზაცია ''დრიმ სამიტ''-ის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ნახატების კონკურსი თავისუფალ თემაზე.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' VIII კლასის მოსწავლე ნიკა შანიძემ.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ნიკას წარმატება ხვდა წილად:

''VIII კლასის მოსწავლე ნიკა შანიძემ მონაწილეობა მიიღო ნახატების კონკურსში. მას წარმატება ხვდა წილად. ნიკამ მიიღო გრანტი და დაჯილდოვდა 200 ლარით. ვულოცავთ მთელი სკოლის სახელით და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.’’

საუკეთესო ნახატები სამხრეთ კორეაში გაიგზავნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203