ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის წინ, გოგებაშვილის ქუჩა მოხატეს.
მათ ნახატების საშუალებით თავიანთი ოცნებები, ფიქრები და მიზნები გააცოცხლეს.
„ოქტომბრის მზიან დღეს, ჩვენმა მოსწავლეებმა ტრადიციულად მოხატეს სკოლის წინ, გოგებაშვილის ქუჩა. თავიანთი ოცნებები, ფიქრები, მიზნები ამ ლამაზ ნახატებში ჩააქსოვეს და კეთილი, ფერადი გზავნილებით გააბედნიერეს სამყარო“,-ნათქვამია ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები