ახალსოფლის სკოლის მოსწავლე ამანდა სურმანიძემ ჩანახატთა კრებულით მკითხველს თავისი სულიერი სამყარო გადაუშალა
15-05-2017

''მე ვარ სული სხეულში'' - ახალსოფლის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ამანდა სურმანიძემ ჩანახატთა კრებულში თავისი სულიერი სამყარო გადაგვიშალა. ის თვლის რომ უზარმაზარ დედამიწაზე ჩვეულებრივი პატარა ადამიანია, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, განსაკუთრებით ადამიანთა შინაგანი ''მე'', ყველაფერს აკვირდება, განიცდის, ფიქრობს, უკვირს, უხარია და თავისი განცდები ფურცელზე გადააქვს.

ეს კრებული ამანდას სულიერი სამყაროა: უჩინარი, უხილავი, მაგრამ მაინც ხილული, ანკარა ნაკადულივით რომ გაიკვალა გზა და ჯერ სკოლაში გაიცნეს, წაიკითხეს, მოუწონეს, რაიონულ კონფერენციაზე წარმოადგინა თავისი შემოქმედება, შემდეგ თბილისში, (მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე) მოსწავლეთა 75-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში ,,კალმოსანთა“ სექციაში მიაღწია წარმატებებს და გაიმარჯვა, გადაეცა დიპლომი ნომინაციაში ,,მხატვრული აზროვნება, ძლიერი, დადებითი მუხტი“.


ავტორი და ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი ჩოხარაძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203