შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ ახალი სკოლა აშენდება
17-10-2019

შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. გიორგი გახარიას განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.​

შატილში საჯარო სკოლა დღეს დაიწვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203