საყუნეთის სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყვეს
16-05-2017
საყუნეთის სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის, ფატმან თაბუნიძის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყვეს. 

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა; მოსწავლეებმა დავითისა და თამარის ეპოქა როლური სიმულაციებითა და სლაიდშოუთი წარმოადგინეს, შეიქმნეს საინტერესო პოსტერები და კედლის გაზეთი. 

''ღონისძიებამ მოსწავლეებში ამაღლებული განწყობა შექმნა, თითოეული მათგანი დადებითი ემოციებით იყო სავსე. მოსწავლეებმა მსგავსი ღონისძიებების მოწყობის სურვილი კვლავ გამოთქვეს'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203