izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი საქართველოს სკოლების დირექტორებს და კლასის დამრიგებლებს მიმართავს!
25-10-2019
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა საქართველოს სკოლების დირექტორებისთვის და კლასის დამრიგებლებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
მიმართვა მოსწავლეთა შორის ეფექტური განათლების მიღების და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების აუცილებლობას ეხება. გოჩა ტყეშელაშვილმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ პროცესებში კლასის დამრიგებლების მაღალ და საპასუხისმგებლო როლს. მიმართვაში საუბარია ასევე იმაზე, რომ შვილის აღზრდა-განათლების პროცესში მშობლის როლი, მისი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, და ამ მიზნების მისაღწევად შვილის ბედნიერ მომავალზე მზრუნველმა მშობლებმა აღზრდა-განათლების თანამედროვე პლატფორმა - izrune.ge უნდა გამოიყენონ.
მიმართვა გამორჩეულად ეხებათ ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურის და ქობულეთის სკოლებს, ამ სკოლების დირექტორებს, კლასის დამრიგებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს - რადგან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით izrune.ge აჭარის მოსწავლეებისთვის წლის ბოლომდე უფასოა.
izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.
იხილეთ izrune.ge-ს ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვა სრულად: