ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა მოსწავლეთა 71-ე სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაზე მაღალი შეფასება დამსახურეს
16-05-2017

მოსწავლეთა 71-ე სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაზე, ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

IX კლასის მოსწავლეებმა მარიამ კვარაცხელიამ და ლუკა თოდუამ ისტორიის სექციაში წარადგინეს თემა -''ლეკვი ლომისა სწოროა ძუ იყოს თუნდა ხვადია'' , ხოლო მე-10 კლასის მისწავლე ამანდა ოთხოზორიამ ეთნოგრაფიის სექციაში წარადგინა თემა - ''ცხენი, ქუდი და ნაბადი - ვაჟკაცობის სიმბოლო''.

მოსწავლეების მიერ წარდგენილმა თემებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები მაკა პაპავა და მაია ხუბუტია. 

მასწავლებლებს მადლობის ფურცელი გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203