მოქმედი მასწავლებლებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო
21-10-2019
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ტრი აცხადებს ტრენინგს - მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები. 

ტრენინგი განკუთვნილია: ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის, ვისაც აღნიშნული კურსი არ აქვს გავლილი.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან: შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს. მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესში მათ მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე. ტრენინგის მსვლელობისას მოხდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების მოდელირება და მონაწილეებს მიეცემათ მათი გამოყენებისა და იმ საგანთან ადაპტირების შესაძლებლობა, რომელსაც ასწავლიან.

მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით გაანალიზებასა და სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირებაში.

ტრენინგ მოდულის ხანგრძლივობაა: 12 საკონტაქტო საათი (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში,დღეში 6 საათი.)

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს მიენიჭება 1 კრედიტი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე 

ადგილების შევსების შემდგომ ბმული ავტომატურად გაითიშება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203