სენაკის N1 სკოლაში მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს
16-05-2017
სენაკის N1 სკოლაში საინფორმაციო-სასწავლო კურსი - ''არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი'' ჩატარდა. 

ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტი უკვე 42 სკოლაში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც XI-XII კლასის მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. 

კურსის ბოლოს მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, რომლის პირობებშიც გამოავლინეს გამარჯვებული სლოგანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.

პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203