როგორია 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მატარებელი დაეჯახა
21-10-2019

მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

შემთხვევის შედეგად დაშავებული ბიჭი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203