რა ღირს საქართველოში მიღებული განათლების აღიარება? - საფასური შეიცვალა
22-10-2019

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საფასური შეიცვალა.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილის ახალი ბრძანების მიხედვით,  საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარებისთვის გადასახდელი თანხა გაზრდილია. 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება 22 ოქტომბერს შევიდა. 

მინისტრის ბრძანებით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისთვის  40 ლარია გადასახდელი. 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის  – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის - 120 ლარი,  ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის კი 250 ლარი.


ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს 25 ლარი ემატება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203