შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გრანტირებულთა სია გამოაქვეყნა.მაგისტრანტთა სია - 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.
2019-2020 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრა.
ბრძანების მიხედვით:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა 2 000 000 ლარით განისაზღვრა;
- მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 205 000 ლარით განისაზღვრა;
- მაგისტრანტების განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 45 000 ლარით განისაზღვრა;
- 2019-2020 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 ლარისა.
იხილეთ ასევე: როდის შემცირდება საბაკალავრო პროგრამები 3 წლამდე, სამაგისტრო კი 1 წლამდე - განათლების სამინისტროს განმარტება