რომელ საჯარო სკოლებში შეწყდება სწავლა 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით - ჩამონათვალი
26-10-2019

საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდა - ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. 

26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სასწავლო პროცესი იმ სკოლებში შეწყდება, სადაც  მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდება.  

გაცდენილი სასწავლო დღეები  სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთან, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სკოლებში, ადმინისტრაციის მიერ მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები უკვე ინფორმირებულნი არიან. 

იხილეთ სკოლების ჩამონათვალი:



როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203