კიროვაკანის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებში წარმატებით ერთვებიან
ახალქალაქის რეგიონში უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს ევროპის ფონდი და ''ახალგაზრდული იდეა''.
მათი მხარდაჭერით ხორციელედება პროექტები, სადაც ჩართულები არიან როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეები თავიანთი იდეებით წარმატებით ერთვებიან წამახალისებელ აქტივობებში.
კიროვაკანის სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ახალქალაქის ახალგაზრდული იდეის საგრანტო ციკლის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, სახელწოდებით - ''კაშკაშა ვარსკვლავები'' და ,,A.A.S.A.A“ აღნიშნულ ვადებში წარმატებით განახორციელეს.
,,A.A.S.A.A“ -ს პროექტის ავტორებმა თავისივე სკოლისთვის შეიძინეს წიგნები და თაროები, ხოლო ,,კაშკაშა ვარსკვლავები“ -ს პროექტის ავტორებმა - სპორტული ინვენტარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი მხარდაჭერა გამოხატა კიროვაკანის სკოლის დირექტორმა პეტროს აკოპიანმა, რომელმაც დაუფინანსა ტრანსპორტირების ხარჯები, რისთვისაც მადლობას უხდიან მოსწავლეები, მშობლები და სკოლის პერსონალი.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ერთობლივად გამართეს პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე მათ წარუდგინეს საკუთარ თანასკოლელებს და მასწავლებლებს მათ მიერ განხორციელებული პროექტები და გაუზიარეს შთაბეჭდილებები ჯგუფურ მუშაობასთან დაკავშირებით, წარმოთქვეს ლექსები ქართულ და მშობლიურ (სომხურ) ენაზე და ისაუბრეს მომავალ გეგმებზე.
''წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ კვლავაც აქტიურად ჩაერთვებიან ანალოგიური ტიპის ღონისძიებებში!'' - აღნიშნავს ქართული ენის მასწავლებელი მ. ვახტანგიშვილი.
იხილეთ ფოტოები