სენაკის N1 სკოლაში იმიტირებული სასწავლო პროცესი ჩატარდა
17-05-2017

სენაკის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩატარდა იმიტირებული სასწავლო პროცესი.

გაკვეთილი პედაგოგმა ნესტან გოგოხიამ ჩაატარა.

როლური თამაშები შემოქმედებით დავალებებთან ერთად საუკეთესო მეთოდია ინტერაქტიულ მეცადინეობაზე.

როლური თამაშის დროს მოსწავლემ უნდა გაითამაშოს სხვა ადამიანის გარკვეული პრობლემა და სიტუაცია.

როლური თამაში მოსწავლეებს უვითარებს:

კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევას;

საკუთარი აზრის გამოხატვის, ცხოვრებისეულ სიტუაციაში პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევას;

სხვა ადამიანებისადმი თანაგანცდის უნარს;

ეთიკური, ესთეტიკური და ზნეობრივი უნარების ჩამოყალიბებას;

კამათის კულტურის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

გაკვეთილს ესწრებოდა მოწვეული სტუმარი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი, სენაკის N1 სკოლის კურსდამთავრებული მარი ხელაია.

მაია ხელაიამ გაკვეთილის ბოლოს პროფესიული კომენტარები გააკეთა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203