იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებმა ჩაატარეს მათემატიკის ორი გაკვეთილი.
მოსწავლე-მასწავლებლები იყვნენ VIII კლასის მოსწავლე გიორგი მერაბიშვილი და VII კლასის მოსწავლე თემურ აბულაძე.
როგორც მასწავლებელი ეთერ პარუნაშვილი აღნიშნავს, გაკვეთილები საკმაოდ საინტერესო გამოვიდა:
''ასეთი გაკვეთლით მოსწავლეებს უნდა შევაყვაროთ სკოლა. საინტერესო გაკვეთილით გავაუმჯობესოთ მათემატიკის სწავლება. გაკვეთილი მივუძღვენით ქართველ მათემატიკოსს, აკადემიკოს ილია ვეკუას იუბილეს. მას 23 აპრილს შეუსრულდებოდა დაბადებიდან 110 წელი. ჩვენი სკოლის აღზრდილებიც იყვნენ მისი სტუდენტები (ქიშო და ჟორა ზაზაშვილები).''
იხილეთ ფოტოები