„2020 ან 2021 წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად“ - დეპუტატის ინიციატივა
25-10-2019

„2020 ან 2021 წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად და მთელი დრო დავუთმოთ ბავშვების თემატიკას. იმ საჭიროებებს, რომელიც დღეს ბაღებს აქვთ“, - აღნიშნული ინიციატივით დეპუტატი მერაბ ქვარაია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა.

„კარგია რომ 2020 წელს აღმზრდელებს ხელფასები ეზრდებათ და ბიუჯეტი ითვალისწინებს ამას, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი სფერო და სამუშაოა. ეს იმდენად ვრცელი, მნიშვნელოვანი და აქტუალური  საკითხია, იქნებ ერთი წელი გამოვაცხადოთ ბავშვთა წლად, მაქსიმალურად მივმართოთ რესურსებიც აქეთ და იმდენად მნიშვნელოვანი რეფორმები ჩავატაროთ, რომ ამ საძირკველზე შემდეგ უკვე ყველაფერი მყარად აშენდეს“, - განაცხადა ქვარაიამ.

დეპუტატის ინიციატივას მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

 „არ ვიცი ეს ინიციატივა როგორ ფორმას მიიღებს, მაგრამ იდეას ვეთანხმები. თითქმის ყველა ბაღსა და სკოლაში ვარ ნამყოფი და სასურველია უფრო სწრაფად მოხდეს ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება“, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203