სრულ ან სრულზე მეტ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების რაოდენობა გაიზარდა
25-10-2019

„წინა სასწავლო წელთან შედარებით სულ მცირე 16%-ით გაიზარდა სრულ ან სრულზე მეტ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების რაოდენობა“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პედაგოგის საშუალო საგაკვეთილო დატვირთვამ 2018-19 წელს - 15 საათი,  ხოლო 2019-20 სასწავლო წელს – 17 საათი შეადგინა.

„2019-20 სასწავლო წლის დასაწყისში სწორედ ამისთვის განხორციელდა სახელფასო მატება და შედეგად, სრულ განაკვეთზე უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლის 1417 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლის 1745 ლარი გახდა. ხელფასი ასევე მოემატათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც არ ასწავლიან სრულ განაკვეთზე და ამ მატებამ საშუალოდ100 ლარი შეადგინა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ცვლილებები მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესშიც შევიდა.

„ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში და ის მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს საშუალოდ 30 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203