მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში შესული ცვლილებების მიხედვით, პედაგოგებს კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩატარების უფლება მიეცათ. ამასთან, 18 საათის ზემოთ მათი საათობრივი ანაზღაურებაც განსხვავებულად ანგარიშდება.
„ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში და ის მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს საშუალოდ 30 ლარის ოდენობით“.
შეგახსენებთ, რომ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის წესში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შესული ცვლილება ძალაში პირველი ოქტომბრიდან.
ბრძანების მიხედვით, სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.