გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მწერალთა სახლი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს, რომელიც
საქართველოს სკოლების უფროსკლასელებისთვის არის განკუთვნილი.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით, სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:
კარცერი-ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“)
გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“)
ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.
საკონკურსო ესეები უნდა გაგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.
ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში. გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.
გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.