ნოემბერში მანდატურები 15 ახალ საჯარო სკოლაში შევლენ
30-10-2019

ნოემბრის დასაწყისში მანდატურები სხვადასხვა რეგიონის 15 ახალ საჯარო სკოლაში შევლენ, მიმდინარე წლის ბოლომდე, 2 თვიანი მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ, მანდატურის სამსახურის მომსახურებით კიდევ 13 საჯარო სკოლა ისარგებლებს - ამის შესახებ ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატებისთვის შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო. ამ ეტაპზე კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, მანდატურობის 36 კანდიდატი გაივლის.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში, ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდებიან.

მანდატურობის კანდიდატთა ახალ ნაკადს შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე შეხვდა, სასწავლო კურსის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ამ დროისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე 560 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. მომავალ წელს, წლევანდელი წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური დამატებით კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203