ვარდისუბნის სკოლაში საინტერესო პროექტების განხორციელება გრძელდება
18-05-2017

ვარდისუბნის სკოლის პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ, სიღნაღის სოფელ ბოდბის სკოლის პედაგოგ ნარგიზი აფციაურთან ერთად განახორციელა ითვინინგის პორტალზე - საავტორო საქველმოქმედო პროექტი ,,სააღდგომო კვერცხი და პასკა“.

პროექტი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელდა.

მოსწავლეებმა ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამოთქვეს სურვილი გაეკეთებინათ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია, სადაც თითოეული სკოლის მოსწავლე ისაუბრებდა პროექტში განხორციელებული  აქტივობების შესახებ და ეს შეხვედრა შედგა ბოდბის  სკოლაში.

როგორც ვარდისუბნის სკოლის პედაგოგი ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, 5 მაისი დაუვიწყარ დღედ დარჩება:

‘’5 მაისი დაუვიწყარ დღედ დარჩება. საინტერესო და თბილი შეხვედრის და დამეგობრების დღე გამოგვივიდა. მოსწავლეების მიერ  შემაჯამებელი პრეზენტაციები ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი, ნათლად ჩანდა პროექტში განხორციელებული აქტივობები.მათ გადეცათ დიპლომები.  მომავალში უკვე ჩვენთან ველოდებით მათ. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ადმინისტრაციას, რომლებმაც მომცეს საშუალება წარმატებით განმეხორციელებინა პროექტი, ასევე მადლობას ვუხდი მასპინძელ სიღნაღის, ბოდბის სკოლის დირექტორს ქალბატონ მაიას, განსაკუთრებით, თანაავტორ პედაგოგ ნარგიზი აფციაურს და პროექტში ჩართულ აქტიურ  ისტ-ის პედაგოგს მეგი ცაკაშვილს. 5 მაისს  პირადად გავიცანით ერთმანეთი, ჩვენ დავმეგობრდით. შევთანხმდით, რომ დავგეგმავთ ერთობლივ პროექტებს  და გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სასწავლო პრაქტიკას, შევთანხმდით თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და როგორ წამოვიწყოთ საკუთარი პროექტების განხორციელება, მინიმალური ადმინისტრაციული საშუალებებით ისე როგორც   ევროპული eTwinning პლათფორმა წარმოგვიდგენს, ითვინიგი ხომ ერთობლივი პედაგოგიური სასკოლო პროექტების რეალიზების მხარდაჭერაა,ის აერთიანებს პედაგოგებსა და მოსწავლეებს მთელი ევროპის მასშტაბით.’’ 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203