აფენის N2 სკოლის მოსწავლეები სადამრიგებლო საათის ფარგლებში სოფლის კოლორიტს, მზია ქაშაკაშვილს ესტუმრნენ
19-05-2017
აფენის N2 სკოლის მე-6 კლასის დამრიგებელმა ხათუნა ფერაძემ, სადამრიგებლო საათი ჩაატარა თემაზე "პატივი ეცით სიბერეს, ის ჩვენი მომავალია". 

სადამრიგებლო საათზე საუბარი იყო მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს სკოლის დამსახურებული პედაგოგისა და სოფლის კოლორიტის, მზია ქაშაკაშვილის მიმართ. იგი დღეს საწოლსაა მიჯაჭვული. მე-6 კლასელებმა ერთი დღე მასთან გაატარეს. 

მზია ქაშაკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის ახალგაზრდებში ქართული ხალხური საკრავებისა და სიმღერების სიყვარულის გაღვივებაში, იგი მოსწავლეებს კვლავ სიმღერის სიყვარულსა და სიწმინდეზე ესაუბრებოდა.

''ქალბატონ მზიას სადამრიგებლო საათის ფარგლებში ვესტუმრეთ და საოჯახო საქმეებში დავეხმარეთ. ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ქალბატონი მზიასთვის'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203