2018-2019 სასწავლო წელს სკოლებში 6-ჯერ მეტი ქალი მასწავლებელი ასწავლიდა, ვიდრე კაცი. ამ პერიოდში, ქალი პედაგოგების რიცხოვნობა 58 209-ს, მამაკაცების კი 9 135-ს შეადგენდა. აღნიშნულ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რომელიც პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“ გამოქვეყნდა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 67 344 მასწავლებელი ფიქსირდებოდა.
ამასთან, ქალი მასწავლებლების 88% საჯარო სკოლებში, ხოლო 12 პროცენტი კერძო სკოლებშია დასაქმებული. მამაკაცი მასწავლებლების 89% სახელმწიფო სკოლებში, ხოლო 11% კერძო დაწესებულებაში ასწავლის.