ბუშეტის სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად გასართობ-შემეცნებითი ლაშქრობა მოაწყვეს
19-05-2017
ბუშეტის სკოლის VI და VII კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელთან და კლასის ხელმძღვანელებთან ერთად ლაშქრობა მოაწყვეს. 

მათ IX საუკუნის ტაძარი მამადავითი მოინახულეს და გაეცნენ ცივგომბორის მთის მცენარეულ საფარს.

''გასართობ-შემეცნებითი ლაშქრობა მოვაწყვეთ. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციისა და გაცნობის კუთხით, მსგავს ლაშქრობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203