სიქთარვის საჯარო სკოლა საკმაოდ აქტიური და წარმატებული მოსწავლეებით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, სკოლას სხვადასხვა კონკურსში, უამრავი მიღწევა აქვს.
სკოლა მონაწილეობს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამა ,,მომავლის თაობა“-ში და 2-ჯერ გახდა მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული.
2 წელია სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროექტში etwining. ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მოსწავლეებმა გაიმარჯვეს პროექტის იუბილისადმი მიძღვნილ კონკურსში ,,იტვინინგის პოსტერი“, ,,მისალოცი ბარათი“(3D ფორმატი).
ინგლისური ენის პედაგოგი სოფიკო ვაშაკიძე კი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ორ პედაგოგს შორის მოხვდა და გაემგზავრა etwining-ის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთში.
სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში მოეწყო ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე კალისია უინქის და სკოლის დირექტორის ია კვატაიას ხელმძღვანელობით. ბანაკში იყო როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი აქტივობები.
სკოლაში 3 წელია მიმდინარეობს ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ ხელმძღვანელი ნოდარ ბუცხრიკიძე. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ვლინდება საუკეთესო მოაზროვნე და სიმბოლურ საჩუქრად გადაეცემა ბუ. თამაშზე, სტუმრის სტატუსით, იწვევენ, სოფლისა და რაიონის გამოჩენილ ადამიანებს. ასევე მიწვეული ჰყავდათ ,,რა? სად? როდის?“ მოაზროვნე სერგო თევდორაძე.
რაც შეეხებათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ,,ჯიპრაიდის“ პროგრამაში. (I-VI კლ.)