საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აკმე“-ს ეგიდით მოხალისეობრივ საწყისებზე მიმდინარე პროექტის ,,ბიოქიმია მომავლისათვის“ პროგრამა: ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ფარგლებში, ჩატარდა ერთობლივი კონფერენცია ,,ჯანდაცვა და საზოგადოება“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის N15 საჯარო, N19 საჯარო, გეგუთის N1, ოფშკვითის, სიქთარვის და ასევე ,,აკმე“-ს მოხალისეები.
კონფერენციას ესწრებოდნენ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ექიმები: ქალბატონები-დარეჯან ხაჭაპურიძე და დალი ქობულაძე. პარტნიორი სკოლის დირექტორი: ქ-ნ ელისო ჯიბლაძე, ააიპ სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელი ლაშა ცირეკიძე. ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის კოორდინატორი: თათია მერკვილაძე.
კონფერენციის მიზანი:
● მოამზადოს მოსწავლე-მკვლევარი, რომელიც სპეციალიზებული იქნება ბიოლოგიის და ქიმიის გამოყენებით ასპექტებში
● მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიაზრონ დღეისათვის მსოფლიოში არსებული პრობლემები და მათი შედეგები ჯანდაცვის მიმართულებით
● ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაინტერესებას, მათი მნიშვნელობის გააზრებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას პროფესული განვითარების კუთხით.
,,ჯანდაცვა და საზოგადოება“