საქართველოს ეროვნული სამოსის დღის უპრეცენდენტო მასშტაბების ღონისძიებას სკოლა ''ანაბასისიც'' შეუერთდა
21-05-2017

საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. 

საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებს გასცდა და ქართული სათვისტომოების და საქართველოს საელჩოების მიერ გაიმართა შემდეგ ქალაქებში: ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ლონდონში , დუბლინში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში. 

სკოლა "ანაბასისი" აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში.

როგორც სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, სკოლის ეზო და დერეფნები ერონული სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭებით აივსო:

''სკოლაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდები პედაგოგებთან ერთად შეუერთდნენ რაიონის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203