სკოლა ''მზექას'' მოსწავლეებმა ''დედა ენას'' ღონისძიება მიუძღვნეს
19-05-2017

სკოლა ''მზექას'' მოსწავლეებმა ''დედა ენას'' ღონისძიება მიუძღვნეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ''მზექას'' სკოლის პატარა აღსაზარდელები დიდი სიყვარულითა და სითბოთი მოეფერნენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“:

''მზექას'' სკოლის პატარა აღსაზარდელები დიდი სიყვარულითა და სითბოთი მოეფერნენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“. უმღერეს, უცეკვეს, პატივისცემითა და მოწიწებით გადაუხადეს მადლობა „ძია იაკობს“ იმ საუნჯის შექმნისათვის, რომელსაც ,,დედა ენა“ ჰქვია. გააცილეს და გზა დაულოცეს, რათა კიდევ მრავალი პატარა ქართველის გულში, სულსა და გონებაში დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი. ცოდნის სამყაროში კარი გაუღო და  საუკეთესო მეგზურობა გაუწია მათმა დამრიგებელმა   და წარმატებულმა პედაგოგმა, ქალბატონმა ციური მელიქიძემ. მან არა მარტო შეაყვარა პატარებს ''დედა ენა'', არამედ მის ღრმა ფესვებში გადაახედა და მომავლისაკენ სავალი გზა გაუკვალა.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203