კერძო სკოლა ''მზექა''-ს სამოქალაქო განათლების პედაგოგი მზექალა კაპანაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულით დაჯილდოვდა
20-05-2017

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე სამცხე-ჯავახეთიდან ოთხი პედაგოგი დაჯილდოვდა.

კერძო სკოლა ''მზექა''-ს სამოქალაქო განათლების პედაგოგი მზექალა კაპანაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულით დაჯილდოვდა. მას ჯილდო და სერტიფიკატი გადაეცა.

ფორუმს სამოქალაქო განათლების პროგრამის ''მომავლის თაობა'' დირექტორი მარინა უშვერიძე უძღვებოდა. ფორუმს ესწრებოდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი. მათ საინტერესო სიტყვებით მიმართეს ფორუმის მონაწილეებს და სამომავლო სიხლეებიც გააცნეს.

ფორუმში აქტიური მონაწილეობისა და გაწეული საქმიანობისთვის, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონული საბჭოს თამჯდომარეს, ნინო ნადირაძესა და კერძო სკოლა ''მზექას'' დირექტორს, სერტიფიკატები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203