ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისვის სერტიფიკატებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ
22-05-2017

საბიბლიოთეკო  კვირეულის  ფარგლებში ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა.

თამაშში სიხარულით ჩაერთნენ ახალციხის N2 სკოლის IX კლასის მოსწავლეები. გუნდი 5 წევრისაგან შედგებოდა: მ. აფციაური, ე. მაისურაძე, ნ. ქიმერიძე, მ. ზედგინიძე და ნ. ზედგინიძე. მონაწილეები სერტიფიკატებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

''ვფიქრობთ, ამ თამაშით მონაწილეებმა კარგი გამოცდილება მიიღეს, ცოდნა გაიღრმავეს და გარკვეულ  წარმატებასაც მიაღწიეს. მადლობას ვუხდით  საინტერესო  ღონისძიების  ორგანიზატორებს. ჩვენს ინტელექტუალებს კი  შემდგომ წარმატებებს  ვუსურვებთ'' - აღნიშნეს ახალციხის N2 სკოლის მასწავლებლებმა.

ინტელექტუალური თამაში ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და ახალციხის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203