აწყურის სკოლაში ჩატარებული ღონისძიება ქართველ ღვაწლმოსილ მათემატიკოსებს ეძღვნებოდა
22-05-2017

აწყურის სკოლაში მათემატიკის წრის მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება ქართველ ღვაწლმოსილ მათემატიკოსებს ეძღვნებოდა, როგორებიც იყვნენ: ილია ვეკუა, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, არჩილ ხარაძე, ვიქტორ კუპრაძე, ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე და სხვები. 

მოსწავლეებმა დამსწრეებს გააცნეს მათი ბიოგრაფიები და ისაუბრეს მათი ნაშრომების შესახებ, რის შემდეგაც განახორციელეს საინტერესო და სახალისო აქტივობები დამსწრეთა აქტიური ჩართულობით.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიებამ ძალიან სახალისოდ და საიტერესოდ ჩაიარა:

''დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელმძღვანელს, ქალბატონ სირანუშ მანუკიანს და დამსწრე საზოგადოებას.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203