მომავალი პირველკლასელები მშობლებთან და ბაღის აღმზრდელთან ერთად ქვემო აკეთის სკოლას ეწვივნენ
22-05-2017

ქვემო აკეთის სკოლაში ''ღია კარის'' დღე ჩატარდა. 

მომავალი პირველკლასელები მშობლებთან და ბაღის აღმზრდელთან ერთად ეწვივნენ სკოლას. 

მათ მოინახულეს მომავალი საკლასო ოთახი და მასწავლებლები. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები ზეიმით შეეგებენ პატარებს:

''პატარებიც ჩაერთენ ზეიმში: გვიმღერეს, ლექსები გვითხრეს საჩუქებიც მიიღენ,ფერადი ბუშტები და სადღესასწაულო ქუდები. საგანგებოდ დამზადებული მოსაწვევები პატარებს ისე ეჭირათ ხელში თითქოს მართლა ზეიმზე დაშვების ნებართვა ყოფილიყო. მოეწყო სახალისო გამოკითხვა და გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. მშობლები და ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და აღნიშნეს, რომ პატარებს ეს საზეიმო დღე დიდხანს ემახსოვრებათ.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203