ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებმა რაიონულ კონკურსში ''ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას'' საპრიზო ადგილები დაიკავეს
22-05-2017
თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ირაკლი ზვიადაურის ინიციატივით, რაიონული კონკურსი - ''ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას'' გაიმართა.

კონკურსში მუნიციპალიტეტის თერთმეტივე სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა 33 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, სულ 165 მოსწავლე.

კონკურსში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ახალსოფლის სკოლის დაწყებითი საფეხურის გუნდმა. სკოლამ ასევე გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ახალსოფლის სკოლის დირექცია მადლობას უხდის ისტორიის პედაგოგებს ნათელა სისაურსა და მაკა რიგიშვილს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203