ვინ იქნება განათლების ახალი მინისტრი? - სავარაუდო კანდიდატები სახელდება
07-11-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილება პირადი მიზეზით ახსნა. 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე დასახელდა ბატიაშვილის შესაძლო შემცვლელის რამდენიმე კანდიდატურა:

ერთ-ერთი ვერსიით განათლების მინისტრის პოსტზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განიხილება. 

ნაწილის ვარაუდით, ბატიაშვილს მისივე მოადგილე გიორგი ვაშაკიძე შეცვლის. 

მედიაში მესამე კანდიდატურად, „სოხუმის უნივერსიტეტის“ რექტორი ზურაბ ხონელიძე დასახელდა. 

რაც შეეხება ბატიაშვილს, მან მთავრობის სხდომის შემდეგ, წასვლის მიზეზის განმარტვის გარდა, კიდევ ერთ შესაძლო ცვლილებაზეც გააკეთა კომენტარი. საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, სპორტისა და კულტურის სფეროების გამოყოფაზე. სწორედ, ეს არის მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრის რანგში გაკეთებული ბოლო განცხადება:

„ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან. წლის ბოლომდე საკმაო დროა, რომ ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა, კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ გაყოფა. ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დროა იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საქმეს წაადგება“.

ამასთან, პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრის თემურ ჭკუასელის თქმით, სამინისტროსგან კულტურის გამოყოფის შემთხვევაში, კულტურის მინისტრი ბადრი მაისურაძე შეიძლება გახდეს. 

„სავარაუდოდ, კულტურის მინისტრი ბადრი მაისურაძე იქნება. მისი კანდიდატურა განიხილება. მოადგილედ მაგიტომ დანიშნეს, რომ თუ სამინისტროს კულტურა გამოეყოფა, ეს ადამიანი დაინიშნება“, - აღნიშნა ჭკუასელმა.

იხილეთ ასევე: რეფორმები, რომლებიც მიხეილ ბატიაშვილის სახელს უკავშირდება - რა გააკეთა მინისტრმა 1 წელსა და 4 თვეში?

მიხეილ ბატიაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ - „იმედს გამოვთქვამ, არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები“

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203