ასპინძის სკოლის მოსწავლეებმა აქტუალურ თემაზე ღია გაკვეთილი ჩაატარეს
22-05-2017

ასპინძის სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ოლღა ლეკიშვილმა  XI  კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე  ''ტერორიზმი - როგორც კაცობრიობის საშიშროება.''

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თემა აქტუალურია, ტერორიზმის გლობალურმა პრობლემამ მოიცვა მთელი სამყარო:

''ამერიკაში 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მაგალითზე ბავშვებმა გაიხსენეს მსოფლიოში მომხდარი სხვა ტერორისტული აქტები, ახალი ინფორმაციებით შეივსეს და განიმტკიცეს თავიანთი ცოდნა. ვიზუალურად შეეხნენ ტექსტს „გამაყრუებელი სიჩუმე“, რომელიც დაეხმარა მათ უკეთ გაეგოთ ტექსტის შინაარსი. მოძიების ცოდნის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილზე დასახული მიზნების შესრულება.''

გაკვეთილის ბოლოს კი მოსწავლეებმა შესრულებული სამუშაო შეაფასეს. 

''კლასში არის 2 სსმ მოსწავლე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაკვეთილის პროცესში და შეასრულეს ყველა დავალება თავიანთ უსაფრთხოებაზე''- დასძინეს მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203