თეთრიწყაროს N1 სკოლაში 52-ე გამოშვების ''ბოლო ზარის'' ღონისძიება აღინიშნა
22-05-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში, სკოლის 52-ე გამოშვების ''ბოლო ზარის'' ღონისძიება აღინიშნა.

ღონისძიების სტუმართა შორის იყვნენ: თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე, სამუსიკო სკოლის დირექტორი მანანა ბაიდარაშვილი, სახელოვნებო სკოლის დირექტორი ზეინაბ აბულაძე, პოლიციის უფროსი ხვიჩა ქადაგიძე, თეთრიწყაროს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი თამარ კალატოზიშვილი, სამეურვეო საბჭოს წევრები, კურსდამთავრებულთა მშობლები და ოჯახის წევრები.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, დარბაზის წინ, აივანზე, მოეწყო მე-12 კლასელების, ნათია გოგოლაურისა და ანა ჯიხვიშვილის ნახატების გამოფენა:

"მაყურებელი ინტერესით ათვალიერებდა სასკოლო გაზეთებს. ღონისძიებას ხიბლს მატებდა თეთრსა და იისფერ ფერებში საგანგებოდ გაფორმებული დარბაზი. კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა, დაწყებით კლასებში მათმა პირველმა მასწავლებლებმა, დამრიგებლებმა, სკოლის დირექტორმა და მშობლებმა. მიიღეს ტრადიციული საჩუქრები პირველი და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისაგან. წარმატებულ კურსდამთავრებულებს, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს: ნათია გოგოლაურს, ანა კობახიძეს, მერი ხვიბლიანს, სალომე გოგლაძესა და ნიკოლოზ ნადირაძეს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა გიული ზაქაიძემ საკუთარი სახელით გადასცა საჩუქრები.

ღონისძიებას სხვა საინტერესო გამოსვლასთან ერთად ამშვენებდა არაერთი ფესტივალისა და ოლიმპიადის დიპლომანტი სკოლის გუნდი, საქართველოს დამსახურებული ლოტბარის იური თავართქილაძის ხელმძღვანელობით.

ყველაფერმა ჩაიარა ლამაზად, ორგანიზებულად, საზეიმოდ და მონაწილეებისა და სტუმრების სამართლიანი მოწონება დაიმსახურება.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203