''არა ძალადობას!'' - კიროვაკანის სკოლის მოსწავლეებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე ძალადობის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
24-05-2017

კიროვაკანის სომხურენოვან სკოლაში მოსწავლეთა ინტერესის სფეროს გათვალისწინებით, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დისციპლინის ინტეგრირებულად სწავლება გააქტიურდა.

სკოლაში განხორციელდა ერთ-ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც დაიგეგმა სკოლის დირექტორის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და ქართული ენის მასწავლებლის თანამონაწილეობით.

შეირჩა ინტეგრირებული გაკვეთილის თემა - ძალადობა. გაკვეთილი მე-10 და მე-11 კლასებში ჩატარდა. აქტივობების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს ამ კლასების მოსწავლეებმა. 

საკითხებზე მსჯელობა როგორც სომხურ, ასევე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა   გააცოცხლეს სიტუაციები, რითაც წამოჭრეს არსებული პრობლემები რეალური ცხოვრებიდან,  აზრი გამოთქვეს ამავე პრობლემების გადაჭრის გზებზე და საბოლოოდ შეთანხმდნენ მთავარზე - არა  ძალადობას!

''აღსანიშნავია, რომ საკმაოდ საინტერესო მსვლელობა ჰქონდა ორი საგნის ინტეგრაციას. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203