ლასურიაშის სკოლაში პროექტ - ''დაგეგმე მომავლის'' ფარგლებში ექსკურსია მოეწყო
24-05-2017

ლასურიაშის სკოლაში პროექტი ''დაგეგმე მომავალი'' განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელის შეწყობა, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება.

განხორციელებული აქტივობები:

1.უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის დათვალიერება.

2.შეხვედრა პრორექტორ შალვა კირთაძესთან.

3.ქ.ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან შეხვედრა.

პროექტის შედეგი: მოსწავლეები აცნობიერებენ მომავალი პროფესიის დაგეგმვისა და არჩევის მნიშვნელობას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203