V-X კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
12-11-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო V-X კლასის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე შექმნილი კომიქსების კონკურსს აცხადებს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი მოზარდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. გარდა ამისა კონკურსი მოსწავლეების მიერ ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარების, ასევე შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას ემსახურება.

 გამარჯვებულებს კონკურსის სპეციალური კომისია გამოავლენს:

I ადგილზე გასული დიპლომითა და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება.

II  ადგილოსანი ​დიპლომს და 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათს მიიღებს.

III ადგილის მფლობელს დიპლომი და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეების გარდა ჟიური გამოავლენს თავის რჩეულებს, რომლებსაც გადაეცემათ დიპლომი და 200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.

კონკურის ვადებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203