თელავის N4 სკოლაში პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' ფარგლებში ვიქტორინა ჩატარდა
24-05-2017

თელავის N4 სკოლაში პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' ფარგლებში ვიქტორინა ჩატარდა. 

ღონისძიებაში X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულ გუნდებს პროკურატურის სახელით სიგელები გადაეცათ.

პროექტი "საზოგადოებრივი პროკურატურა" საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2006 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უზრუნველყოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203