გამოქვეყნდება თუ არა ტესტების სწორი პასუხები მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჯაროებამდე? - „ნაეკის“ პასუხი აპლიკანტებს
13-11-2019

შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდები 8 ნოემბერს დასრულდა და ახლა ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა საგნის ტესტები უკვე გამოაქვეყნა, თუმცა სწორი პასუხები და შეფასების სქემები ჯერ ცნობილი არ არის. ტესტირებაზე გასული აპლიკანტები საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, სწორი პასუხების გასაჯაროებას ელოდებიან.  

როდის გახდება საჯარო გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები? - ამ კითხვით გამოცდაზე გასული პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველები etaloni.ge-ს მომართავენ. ამიტომ, მათთვის პასუხის მისაღებად, ჩვენ საგამოცდო ცენტრს დავუკავშირდით. 

როგორც ცენტრში განგვიცხადეს, სწორი პასუხები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება და ცალკე არ დაიდება. 

„ტესტის სწორი პასუხები, აპლიკანტების პირველადი შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაიდება. პასუხების შემოწმება აპლიკანტებს ცენტრის ვებ გვერდზე შეეძლებათ“, - განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ასევე: ყველა საგნის ტესტები ერთად მათთვის, ვინც მასწავლებელთა გამოცდები ჩააბარა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203