რუისპირის სკოლის მოსწავლეები საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტში ჩაერთნენ
24-05-2017

რუისპირის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტში ''უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება''. ადგილზე ჩატარდა სიმულაცია, რომლის თემა იყო ''მიწისძვრა''.

პროექტის კოორდინატორმა გიორგი მიჩილაშვილმა პროექტში მონაწილე VIII და IX  კლასის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა თემაზე - მიწისძვრის დროს ევაკუაციისა და გადაუდებელი დახმარების განხორციელების წესების შესახებ. ხოლო შემდეგ მათივე მონაწილეობით განახორციელა აღნიშნული სიმულაცია.

მოსწავლეები ევაკუაციის პროცესს გაეცნენ და დაზარალებული ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესიც თავიანთი თვალით ნახეს.

პროექტის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს ხელშეწყობისათვის და პროექტში მონაწილეობისათვის. 

''მოსწავლეები ხალისიანად იყვნენ ჩართულები ტრენინგ-კოორდინატორების მიერ ორგანიზებულ პროექტში. სკოლასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203