ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
25-05-2017

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - "საქართველო ჩემია" ჩატარდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები სკოლის დირექტორ ლიანა ბოლქვაძესთან ერთად ჩაერთნენ.

ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორთან ერთად სკოლის ეზოში საქართველოს რუკის გამოსახულების ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ჰაერში ფერად-ფერადი ბუშტები გაუშვეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203