რუსთავის N4 სკოლის მოსწავლეებმა გამოსაშვებ გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღეს
25-05-2017
2016-2017 სასწავლო წელს რუსთავის N4 სკოლა 72 მოსწავლემ დაამთავრა.

კურსდამთავრებულებიდან ერთ-ერთმა ოქროს მედალოსანმა ნიკა ბეჭვაიამ გამოცდებზე 100%-იანი შედეგი აჩვენა და რვავე საგამოცდო საგანში სრული ათი ქულა დაიმსახურა.  

როგორც რუსთავის N4 სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ აღნიშნა, ორმა ოქროს მედალოსანმა გოჩა ღუნაშვილმა და ანა ნარინდოშვილმა 7 საგანში მიიღეს ათიანები: 

''შვიდმა კურსდამთავრებულმა (საბა ბეგაშვილი, ანა ხვისტანი, ნინო გელაშვილი, ქეთი ადეიშვილი, მედეა შანავა და ანი შუბითიძე) ათიანები მიიღო 6-6 საგანში.  

საერთო ჯამში, რვავე საგნის მიხედვით 58 კურსდამთავრებულის საშუალო ქულამ 8.5 და მეტი შეადგინა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მოსწავლეებმა უმაღლესი შეფასებები (9 და 10) დაიმსახურეს იმ საგნებში, რომლებსაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებენ.  

ქართულის გამოცდაში დაიწერა 39 ათიანი და 22 ცხრიანი;  უცხო ენის გამოცდაში - 32 ათიანი და 11 ცხრიანი; ისტორიის გამოცდაში - 14 ათიანი და 29 ცხრიანი; მათემატიკაში - 25 ათიანი და 15 ცხრიანი.  

საგნის საშუალო ქულები 72 კურსდამთავრებულის მიხედვით 10 ბალიან შეფასებაში ასე გამოიყურება: ქართულში - 9.5; უცხო ენაში - 9.0; ისტორიაში - 9.1; მათემატიკაში - 9.1. გასულ სასწავლო წელს საბუნებისმეტყველო საგნების შედეგები: ბიოლოგია - 9.2; გეოგრაფია - 9.2; ქიმია - 9.0; ფიზიკა - 8.7. '' - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203