კერძო სკოლა ''მზექას'' მოსწავლეები მოქმედი კონსტიტუციის ძირითად საკითხებს გაეცნენ
25-05-2017

კერძო სკოლა ''მზექაში'' სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ხობელია ლექცია ჩაატარა თემაზე ''საუბარი კონსტიტუციაზე''.

პროფესორი აუდიტორიას, რომელთა ასაკობრივ კატეგორიას მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ, კონსტიტუციის არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. დავით ხობელიამ მოსწავლეებს მოქმედი კონსტიტუციის ძირითადი საკითხები გააცნო, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანა და საქართველოს კონსტიტუციას შეადარა.

მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზე, როგორიცაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელი, ისაუბრა მათ შორის არსებულ სხვაობაზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით, სამომავლოდაც დაიგეგმა მსგავსი ლექცია, სადაც ახალგაზრდები მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღებენ პასუხს:

''ბატონმა დავითმა ძალიან აქტუალურ თემაზე ჩაატარა ლექცია. მან ამომწურავად უპასუხა ჩვენს კითხვებს. იმდენად საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რომ ჩვენ სამომავლოდაც დავგეგმეთ მსგავსი ლექცია'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

ლექციას ესწრებოდნენ კერძო სკოლა ''მზექას'' დირექტორი ბელა კაპანაძე, ისტორიის პედაგოგი დარეჯან ჟუჟუნაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები იოსებ გიქოშვილი და თინათინ კვიჟინაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქალბატონი მზექალა კაპანაძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203