„კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე“ - მიხეილ ჩხენკელის პოზიცია სამინისტროს გაყოფის შესახებ
14-11-2019

„კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს“ - აღნიშნული განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  გააკეთა. 

„სამინისტროსგან კულტურის გამოყოფის შესახებ, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, ამჟამად, მე შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. კულტურა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება სამინისტროდან სპორტის გამოყოფის საკითხს, მინისტრმა აღნიშნა, რომ აქ სისტემებს შორის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა არსებობს.

„რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, ანუ, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალიან მნიშვნელოვანია და აქ არის ლოგიკური ბმა სისტემებს შორის“, - განაცხადა განათლების მინისტრმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203