დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანის ცნობილი ტილოები გააცოცხლეს
25-05-2017
დაბა კაზრეთის N2 სკოლაში პირველკლასელთა ნამუშევრების არაჩვეულებრივი გამოფენა სახელწოდებით - ''ნორჩი მხატვარი 2017'' მოეწყო.

როგორც ხელოვნების მასწავლებელი ნატო მიქელაძე აღნიშნავს, მხიარულ და ფერად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ მთელი წლის მანძილზე შესრულებული ნახატები. 
 
სკოლის დირექციის წარმომადგენლების თქმით, ნორჩმა მხატვრებმა ნიკო ფიროსმანის ცნობილი ტილოები გააცოცხლეს:  

''ნიჭიერი მოსწავლეების და მათი შესანიშნავი ხელოვნების პედაგოგის შრომამ მშობლებისა და სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია. მასწავლებლის ვალი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ პატარა ადამიანებში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივება და ტალანტების აღმოჩენაცაა, რასაც ნატო მიქელაძე უდავოდ უნაკლოდ ასრულებს.''    

იხილეთ ფოტოები                          
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203