საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა.
აღნიშნული განცხადება მარიამ ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტში უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
"მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.