„მეგობრის სახლში იყო, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის“ - სოფელ შილდიდან დაკარგული გოგონა თბილისში იპოვეს
15-11-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა, თუმცა გოგონა ოჯახში ჯერ არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული არასრულწლოვანი თბილისში მეგობრის სახლში იყო.

„მეორე დღესვე იპოვა პოლიციამ. თავისი მეგობრის სახლში იყო“,  - გვითხრეს შსს-ში.

როგორც შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა დარეჯან კანანაძემ etaloni.ge-სათან საუბრისას განაცხადა, ამჟამად, გოგონა  ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

„სკოლაში არ გამოცხადებულა. რამდენადაც მე ვიცი არც ოჯახში არ არის ჩამოსული. ზუსტი ინფორმაცია არ ვიცი,  მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ოჯახში რომ არ არის ეს ბებიამ მითხრა. მშობლები არ დამკავშირებიან, თუმცა რომ იპოვეს ნამდვილად ვიცი“,  - განაცხადა დარეჯან კანანაძემ.


იხილეთ ასევე: „ქუჩაში შემომხვდა დედა და მკითხა, რაიმე ხომ არ ვიცოდი“ - სად ნახეს ბოლოს 15 წლის გოგონა, რომელიც სოფელ შილდადან გაუჩინარდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203